logo
ENG



ეზუგბაია ივნისში კორონავირუსის შესაძლო დამარცხებაზე: გათვლა ხდება სპეციალური ფორმულებით

05 მაი 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ივნისის თვის დასაწყისში კორონავირუსს დამარცხებასთან დაკავშირებით ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თრიღების გათვლა სპეციალური ფორმულების საშუალებით მიმდინარეობს და ძალიან კარგი იქნბა, თუ ეს მოლოდინები გამართლდება.

„ეს გათვლა ხდება სპეციალური ფორმულების საშუალებით და თუ არსებული გათვლა და სიტუაცია ერთმანეთს დაემთხვევა, ეს იქნება არაჩვეულებრივი“, - აცხადებს ეზუგბაია. 

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევა ფიქსირდება. დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი, გარდაცვლილია - 9.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

close დახურვა